Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა თვითმფრინავს გზავნის ჩინეთში მოქალაქეების საევაკუაციოდ


უკრაინა 18 თებერვალს სპეციალურ თვითმფრინავს გზავნის ჩინეთში, საიდანაც უნდა მოხდეს 49 უკრაინელისა და ასევე სხვა ეროვნების 25 მოქალაქის ევაკუაცია. კიევის ამ გადაწყვეტილების ფონია კორონავირუსის შესახებ ახალი სტატისტიკა, რომლის თანახმად, უცნობი ვირუსის (COVID-2019) შედეგად ჩინეთში 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ვიქტორ ლიაშკოს თანახმად, თვითმფრინავით მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდება ქალაქ უჰანიდან, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრს წარმოადგენს.

ამასთან, პანიკის თავიდან ასაცილებლად, უკრაინელმა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თვითმფრინავში მხოლოდ იმ ადამიანებს აუშვებენ, რომლებსაც არ აღმოაჩნდებათ COVID-2019-ის სიმპტომები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG