Accessibility links

site logo site logo

მამუკა მდინარაძე: ქართველს ევროპელობა სულში უზის


პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ქვეყნის საგარეო კურსის კონსტიტუციის დონეზე განსაზღვრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კოლეგებს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს არის ევროპა და ევროატლანტიკური ალიანსი და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები, იმიტომ რომ ქართველს ევროპელობა სულში უზის, იმიტომ რომ ის არის ჩვენი ბუნებრივი ადგილი და არა ისე, როგორც, მეორე მხრივ, ვიღაცები გვიყიჟინებენ ხოლმე, რომ ევროპული იდენტობის მოშლის საფუძველზე გავხდეთ სადღაც რომელიღაც ოჯახის წევრები“, - აღნიშნავს მამუკა მდინარაძე და განაგრძობს: „მაგრამ ეს არის ევროპა, სადაც ჩვენი ეროვნული იდენტობით გველოდებიან, ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი კულტურით, ჩვენი მენტალობით გველოდებიან, ამის აღქმა არ უნდათ. ვიღაცა ერთის გამო მეორეს გამორიცხავს, მეორეს გამო მესამეს გამორიცხავს და ქართველი ადამიანის, ქართველი კაცისა და ქალის რეალურ მისწრაფებას, რომ საკუთარი ტრადიციებითა და კულტურით გახდეს ევროპის სრულფასოვანი წევრი, გადადებენ გვერდზე და ნიჰილიზმს თესავენ. პროდასავლურს ქადაგებენ, პროდასავლურად მეტყველებენ თითქოს და რეალურად აკეთებენ ოკუპანტის საქმეს და დღეს, ამ დარბაზში ამის ერთ-ერთი გამოვლინება ვიხილეთ“.

18 თებერვალს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG