Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე ოპოზიციასთან მოლაპარაკების მზადყოფნის შესახებ „ტვიტერზე“ წერს


პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების გამართვის მზადყოფნა გამოთქვა.

„პარტია „ქართული ოცნება“ მზადაა მოლაპარაკებები გამართოს ოპოზიციასთან, იმისთვის, რომ ყველაზე გონივრულ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდეს 2020-ის საპარლამენტო არჩევნებისთვის“, - წერს კალაძე „ტვიტერზე“.

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ 18 თებერვალს განაცხადა: „კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მმართველი გუნდი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და იმსჯელოს მომავალ საარჩევნო სისტემაზე. შეთანხმება თუ ვერ მოხდება, არჩევნები ჩატარდება არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, შერეული საარჩევნო სისტემით“.

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის გიგი უგულავას დამნაშავედ ცნობის შემდეგ, „ლეიბორისტების“ ოფისში შეკრებილმა ოპოზიციამ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება შეწყვიტა.

ხელისუფლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციური პარტიების დიდი უმრავლესობა მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარს აცხადებს.

XS
SM
MD
LG