Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახიძე მერაბიშვილის ციხეში შებრუნების შესაძლებლობაზე: ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ


ოთარ კახიძე
ოთარ კახიძე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ადვოკატ ოთარ კახიძის შეფასებით, ვანო მერაბიშვილის ციხეში შებრუნების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს, თუმცა „ქართული ოცნებისგან“ ზოგადად არაფერია გამორიცხული. ოთარ კახიძე ამბობს, რომ ყველაფრისთვის მზად არიან, თუმცა პირადად არ აქვს იმის მოლოდინი, რომ ვანო მერაბიშვილს წინააღმდეგ მიმდინარე საქმეების დასრულების შემდეგ მას ციხეში დააბრუნებენ:

„მიმდინარე საქმეებზე რაც არ უნდა მოიუსაჯონ მისთვის დამძიმება სანქციის უკვე შეუძლებელია, ვინაიდან თერთმეტწლიანი სასჯელი იყო, რომელიც მას აქვს მოხდილი და ეს შთანთქამს ყველა სხვა მიმდინარე საქმეს. დანარჩენი ვის რა მოუვა თავში წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა ხელისუფლება ასეთი აგონიური ქმედებებით რომ საკუთარ აღსასრულს კიდევ უფრო აახლოვებს ეს ნათელია და ამიტომ ზოგადად ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ და არც არაფერს ველოდებით“, - უთხრა ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების გამო მატროსოვის ციხესთან შეკრებილ ჟურნალისტებს ოთარ კახიძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს, 20 თებერვალს დატოვა სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულება, სადაც 6 წელი და 9 თვე გაატარა.

ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა. აღნიშნულ საქმეზე ვანო მერაბიშვილს ბრალდება უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

20 თებერვალს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG