Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი და რუსეთი განიხილავენ ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ერთობლივი პატრულირების შესაძლებლობებს


თურქეთისა და რუსეთის სამხედროები თათბირობენ ჩრდილოეთ სირიაში, აინ ალ-არაბის რეგიონში პატრულირებისას. 2019 წ. 5 ნოემბერი.
თურქეთისა და რუსეთის სამხედროები თათბირობენ ჩრდილოეთ სირიაში, აინ ალ-არაბის რეგიონში პატრულირებისას. 2019 წ. 5 ნოემბერი.

თურქეთი და რუსეთი განიხილავენ ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, პროვინცია იდლიბში ერთობლივი პატრულირების შესაძლებლობებს. ამის შესახებ როიტერსი იტყობინება თურქეთის საელჩოს წყაროზე დაყრდნობით. სააგენტოსთან საუბარში წყარომ დააზუსტა, რომ სირიის თაობაზე ირანის, თურქეთისა და რუსეთის წარმომადგენელთა მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში შეიძლება გაიმართოს თეირანში.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ადგილობრივ პრესასთან საუბარში განაცხადა, რომ ანკარას გადაწყვეტილი აქვს, მოსკოვთან კონტაქტები გააძლიეროს რეგიონში ვითარების დასარეგულირებლად.

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში სირიის სამთავრობო ჯარებმა რუსეთის ავიაციისა და პროირანული შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერით დაიკავეს იდლიბის დეესკალაციის ზონის მნიშვნელოვანი ნაწილები, მას შემდეგ, რაც ტერიტორიების ნაწილი წაართვეს სირიის შეიარაღებულ ოპოზიციას, რომელსაც თურქეთი ეხმარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG