Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე ოფისებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებს იძლევა


„სასურველია, ორგანიზაციებმა ოფისებში ე.წ. დეზინფექტორები იქონიონ და მოახდინონ სამუშაო სივრცის ხშირი, მათ შორის, სველი წესით დასუფთავება“, - დაავდებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „ინტერპრესნიუსს“ ელაპარაკა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ორგანიზაციებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებზე.

როგორც გამყრელიძე ამბობს, ოფისები, სადაც ბევრი ადამიანი ერთ სივრცეში მუშაობს, სასურველია, ხშირად განიავდეს.

გამყრელიძემ ისაუბრა საკუთარი სამუშაო გარემოს შესახებაც. „ჩვენთან ყველა სართულზე დგას ხელების დასაბანი და ხელის დასამუშავებელი სპირტიანი ე.წ. დეზინფექტორები და სასურველია გქონდეთ ყველა სართულზე სანიტაიზერები - მათი გამოყენებით, რაც შეიძლება ხშირად დაიმუშავეთ ხელები. ხშირად სველი წესით დაალაგეთ მაგიდები“, - ამბობს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გუშინ, 27 თებერვალს, გვიან ღამით საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა.

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსით დაინფიცირებული 50 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით მოდიოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG