რას ფიქრობენ მშობლები სკოლების სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებზე?
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლებს სანიტარული ნორმების გამკაცრება მოსთხოვა. მოახერხებენ თუ არა სკოლები საქართველოს მასშტაბით სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვას, რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ბავშვებისათვის სკოლაში სიარული? - ეს კითხვები განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. მშობელთა ნაწილი ფიქრობს, რომ სკოლებში არსებული ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები ვერ პასუხობს გამოწვევებს და ისინი კონკრეტულ მიზეზებსაც ასახელებენ. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში ვკითხულობთ, მაგალითად, სკოლებში არ არის საპონი; საპირფარეშოში კიდია ერთი პირსახოცი; არ არის წყალი ან წყალი ცივია და ა.შ.
ეპიზოდები
-
ნოემბერი 10, 2026შეხვედრა ოთხ-ნახევარწლიანი განშორების შემდეგ
-
ნოემბერი 03, 2026რა ელის „ექსპო ჯორჯიას“ - შენარჩუნება თუ გარდაქმნა?
-
ოქტომბერი 31, 2026შვილი: ნიკა ხაჩიძე
-
ოქტომბერი 07, 2026ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე