Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანმრთელი საზოგადოების ფონზე უნდა განვიხილოთ ეკონომიკური კეთილდღეობის დაცვა


ავტორი: რატი აბულაძე

კორონავირუსი ახალი ვირუსია. აღსანიშნია, რომ ნებისმიერი ახალი ვირუსისთვის დამახასიათებელია გაურკვევლობა, არაპროგნოზირებადობა, მგრძნობიარობა. რაც უფრო განგრძობადია პროცესი, მით გაღრმავებადია მანკიერი ციკლი. ასეთ ვირუსებს ახასიათებს მორალური, ეთიკური, ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა. ვირუსის გავლენა მაღალია ყოველდღიურ ცხოვრებაზე, საქმიან და სამომხმარებლო აქტივობაზე.

არსებითია ითქვას, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევა ოფიციალურად 26 თებერვალს გაჟღერდა. არსებულმა ინფორმაციამ აჩვენა, რომ მდგომარეობა საწყის სტადიაზეა, ხოლო პრობლემები ჩანასახოვან მდგომარეობაში.

ბუნებრივია ვირუსის შემთხვევა ღრმა ვნებათაღელვას, სოციალურ და ეკონომიკურ პესიმიზმს აჩენს. თუმცა, დამაიმედებელია მთავრობის ოპერატიული რეაგირების გეგმა (საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის N164 განკარგულება).

ხაზგასასმელია, რომ მოცემულ ეტაპზე, მსოფლიოსა და საქართველოში, დაავადების პირველი ნიშნების დაფიქსირება ქართული ეკონომიკური რადარებისთვის, ჯერ საგანგაშო სიგნალს არ წარმოადგენს. წინასწარი შეფასებით, 2020 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 5.1% შეადგინა, საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდამ - 5.7% (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით),

ახალი ვირუსის ზემოქმედების რისკს ამცირებს მოქალაქეების გამჭვირვალობა და პატიოსნება. შთამბეჭდავია სამედიცინო პერსონალისადმი მოქალაქეების ნდობა, ჟურნალისტების ინფორმირება, მთავრობის ანგარიშვალდებულება. ასეთი თანამშრომლობის შედეგად დაბალია რისკები და მოსალოდნელი ზიანი.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოში კრიზისზე რეაგირება იმპროვიზებულია. ამასთან, ქვეყანა უნდა ფლობდეს არამხოლოდ დაავადების შემთხვევებზე რეაგირების გეგმას, არამედ შექმნილი უნდა ჰქონდეს:

გადაულახავი ვითარებისთვის გათვალისწინებული მოქმედების ეკონომიკური პროგრამა;

დაშინებული ატმოსფეროს დამშვიდების პოლიტიკური პროგრამა. აღიარებულია, რომ პრობლემების გაღრმავებისას ჩნდება ბუნებრივი რეფლექსები (საფრთხის შემცვლელი ფანტაზიები, შეთქმულების მრავალფეროვანი თეორიები), სადაც პოლიტიკამ უნდა შექმნას „პანიკის დაძლევის პოლიტიკა“;

საინიციატივო პროგრამები. სამედიცინო სამეცნიერო ჯგუფებს ხელი უნდა შეეწყოს ანტივირუსის შექმნის მიმართულებით (რომ არ ველოდოთ სხვა ქვეყანა როდის შექმნის და მოგვაწვდის პრეპარატს);

ფასწარმოქმნის პოლიტიკის გაკოტროლების მექანიზმები. ფარმაცევტული და სამომხმარებლო ბაზარი საჭიროებს ხელისუფლების პოლიტიკურ იმპერატივებს (მედიკამენტებზე და პროდუქტებზე დაუსაბუთებლად ფასი რომ არ გაიზარდოს);

ჯამში, ეპიდემიაზე რეაგირება საჭიროებს „მეტ სიზუსტეს“;

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველ რიგში აცილებული უნდა იქნას ეპიდაფეთქება, დაცული უნდა იქნას მოქალაქეების ჯანმრთელობა, მიღწეული უნდა იქნას საზოგადოების კეთილდღეობა და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოება. ამასთან, ჯანმრთელი საზოგადოების ფონზე უნდა განვიხილოთ ეკონომიკური კეთილდღეობისა და ფინანსური ინტერესების დაცვა. სამწუხაროდ, დღეს ქვეყანა პოლიტიკურად უფრო “მეწყერსაშიშ” ზონაშია, ვიდრე ეპიდემიოლოგიურად.

დაბოლოს, კორონავირუსის ეკონომიკური აჩრდილის გაძლიერება დამოკიდებული იქნება საშინაო და საგარეო ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ადეკვტურ მართვასა და პრევენციის პროგრამებზე.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG