Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიშკეკში გაიმართა აქცია დაპატიმრებული პოლიტიკოსის, სადირ ჯაფაროვის გათავისუფლების მოთხოვნით


ყირგიზეთში დაპატიმრებული პოლიტიკოსის, სადირ ჯაფაროვის მომხრეებმა ბიშკეკში აქცია გამართეს მისი განთავისუფლების მოთხოვნით.

2 მარტს ასობით ადამიანი შეიკრიბა ბიშკეკის ალა-ტუს მოედანზე. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას და კონსტიტუციის შეცვლას.

პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა მუქარ ჩოლპონბაევმა აქციაზე განაცხადა, რომ კონსტიტუცია „უნდა შეიცვალოს, რათა ქვეყანაში ლიკვიდირებულ იქნეს რიგი პრობლემები“. მას არ დაუზუსტებია, რატომ ითხოვენ ის და აქციის სხვა მონაწილეები კონსტიტუციის შეცვლას.

ბიშკეკის სასამართლომ ყოფილ პარლამენტარ სადირ ჯაფაროვს 11-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას ხელისუფლების წარმომადგენლის მძევლად აყვანა ედება ბრალად 2013 წელს კუმტორის ოქროს საბადოსთან გამართული საპროტესტო გამოსვლების დროს. აქციის მონაწილენი საბადოს ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ.

ჯაფაროვი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ მისი განაჩენი პოლიტიკურად არის მოტივირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG