Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შტაბი გაიხსნა


საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შტაბი გახსნა. მან მხარდამჭერებს „სკაიპით“ მიმართა.

„ვამზადებთ ხმების დათვლის სულ სხვა სისტემას, ძალიან ბევრი ახალი დამკვირვებელი გვეყოლება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში და სხვადასხვა კუთხით მომზადებულები, ასევე გვექნება სახის ამომცნობი სისტემა, რომ „კარუსელები" გავაჩეროთ, ახალი ტექნოლოგიები ამის საშუალებებს იძლევა. გვექნება მოსყიდვის საწინააღმდეგო სერიოზული სისტემები და რაც მთავარია, ჩვენ ძალიან ბევრ ამომრჩეველს გამოვიყვანთ. ეს არჩევნები არის ახალი დიდგორი საქართველოში. ეს არჩევნები არის, საქართველო იქნება თუ არ იქნება, საქართველო გადარჩება თუ დაიკარგება. ტყუილად ვიცხოვრეთ?! ჩვენს ცხოვრებას არაფერი აზრი არ ჰქონდა თუ ყველაფერს აზრი ჰქონდა. ეს არის ჭეშმარიტების მომენტი, ამ მომენტში ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენს სამშობლოს ვუმტყუნოთ. დავქექო თბილი ბუხარი და ვთქვა, რომ ოდესღაც რაღაც იყო? არაფერი ყოფილა, თუ შენი სამშობლო არ გადაარჩინე. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს! ", - თქვა სააკაშვილმა.

8 თებერვალს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შტაბის გახსნას გეგმავს. „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე, ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა", - ამბობდა სააკაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG