Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძის თქმით, ​ქვეყნის 40-ზე ნაკლებ მაჟორიტარულ ოლქად დაყოფა შეუძლებელია


პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრი და ვიცე-სპიკერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ შეუძლებელია ქვეყნის 40-ზე ნაკლებ მაჟორიტარულ ოლქად დაყოფა. შესაბამისად, უმრავლესობა ოპოზიციას 110 დეპუტატის პროპორციული წესით და 40 დეპუტატის მაჟორიტარული წესით არჩევას სთავაზობს. პარტიის არგუმენტები ჟურნალისტებს მდინარაძემ გააცნო.

„40-ს [მაჟორიტარზე] ქვემოთ, უბრალოდ, გეოგრაფიულადაც შეუძლებელია დაყოფა და არასერიოზულობას იძენს საუბარი“, - თქვა მდინარაძემ.

ის ოპოზიციას სთავაზობს, მათვე თქვან, რა ბარიერი დაწესდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„თქვან რამდენი უნდათ და ის ჩაიწერება ნორმაში [კანონში]“, - განმარტა მან.

მმართველი პარტიის დაპირებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. თუმცა პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრის დროს მმართველი პარტიის ნაწილმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

საქართველოს პარლამენტში მომავალი არჩევნების სრულად პროპორციულ წესზე გადასვლის ჩავარდნის შემდეგ მმართველი პარტია დატოვა 10-ზე მეტმა წევრმა და გაგრძელდა საპროტესტო აქციები. მალევე საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციით დაიწყო უმრავლესობასა და სხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები.

უმრავლესობამ მოლაპარაკებების შედეგად პარტიებს 100/50-ზე პროპორცია შესთავაზა, პასუხად კი 130/20-ზე და 135/15-ზე პროპორციით არჩევნების ჩატარების მოთხოვნა მიიღო. ამ ეტაპზე ჯერ შეთანხმება მიღწეული არ არის.

XS
SM
MD
LG