Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ ბლუმბერგმა ჯო ბაიდენს გამოუცხადა მხარდაჭერა და შეწყვიტა საარჩევნო კამპანია


მაიკ ბლუმბერგი
მაიკ ბლუმბერგი

ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა, მილიარდერმა მაიკ ბლუმბერგმა გამოაცხადა, რომ ასრულებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატად ნომინაციისთვის ბრძოლას. ბლუმბერგის სიტყვებით, ის საარჩევნო კამპანიაში მხარს დაუჭერს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.

ეს გადაწყვეტილება მან გამოაცხადა ე.წ. „სუპერსამშაბათის“ შემდეგ. 3 მარტს აშშ-ში პირველადი არჩევნები, ე.წ. პრაიმერისი გაიმართა 14 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე - ამერიკის სამოაში. მაიკ ბლუმბერგმა მხოლოდ ერთგან გაიმარჯვა და მხოლოდ რამდენიმე ათეული დელეგატი მოაგროვა, პარტიული ყრილობისთვის, რომელიც ზაფხულში გადაწყვეტს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეტოქის ბედს.

„სუპერსამშაბათს“, რომელშიც პარტიის ყრილობისთვის საჭირო ხმების მესამედის ბედი წყდება, გამარჯვებული გამოვიდა ჯო ბაიდენი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG