Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 ივნისის საქმეზე დაკავებული 3 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს


სასამართლომ დამტკიცა 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებსა და პროკურატურას შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება და კახაბერ კუპრეიშვილი, ცოტნე სოსელია და ზურაბ ბუდაღაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

სამივე მათგანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე მაია კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, კახაბერ კუპრეიშვილს, ცოტნე სოსელიას და ზურაბ ბუდაღაშვილს 3-3 წლით პირობითი მსჯავრი და 2000-2000-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრათ.

ბრალდებულებმა სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარეს.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს, ბესიკ თამლიანს, ის ბრალს არ აღიარებს. მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ზურაბ ბუდაღაშვილს, ბესიკ თამლიანს, ცოტნე სოსელიას და კახაბერ კუპრეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.

რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტთან 20-21 ივნისს გამართული აქციის დაშლისას დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG