Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ხსოვნის ცერემონიაზე მყოფ მაღალჩინოსნებს


სულ მცირე 19 კაცი დაიჭრა შეიარაღებული პირის მიერ ატეხილი სროლის შედეგად ცერემონიაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ავღანეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის, ქვეყნის უმაღლესი აღმასრულებელი, აბდულა აბდულა, რომელიც არ დაშავებულა.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ნასრატ რაჰიმიმ, განაცხადა, რომ 6 მარტის თავდასხმის ადგილზე გაგზავნილია სპეცდანიშნულების ნაწილი. ქაბულში პარასკევს იხსენებდნენ ეთნიკურ ჰაზართა ლიდერს, აბდულ ალი მაზარის, რომელიც ექსტრემისტებმა 1995 წელს მოკლეს.

თალიბანმა სასწრაფოდ უარყო ამ თავდასხმაში მონაწილეობა, შესაბამისად უცნობია, თუ რომელი დაჯგუფება დგას 6 მარტის ინციდენტის უკან.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ „სპეცსამსახურები გადაჭრით იმოქმედებენ იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც ეს აქცია მოაწყო“.

შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოკადრებზე ჩანს, თუ როგორ შველიან სროლების ადგილიდან გაქცევით თავს ადამიანები.

XS
SM
MD
LG