Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალებმა გაათავისუფლეს 4 მარტს დაკავებული საქართველოს მოქალაქე


ცხინვალიდან გაათავისუფლეს ქალი, რომელიც 4 მარტს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

ქალი სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როცა ის მეზობელ ოსურ სოფელ ღდულეთში გადასვლას ცდილობდა. გავრცელებული ინფორმაციით, იქ მას ნათესავები ჰყავს და მათი მონახულება სურდა.

ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული ერგნეთის საპოლიციო საგუშაგოზე უკვე გადასცეს ქართველ სამართალდამცავებს, მას სამხარეო პოლიციაში გამოკითხავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG