Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაადანაშაულეს საზღვარზე ზავის დარღვევაში


სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაადანაშაულეს ორ ქვეყანას შორის საზღვარზე ზავის დარღვევაში. ეს მეორე ამგვარი ინციდენტია უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში.

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურმა 6 მარტს განაცხადა, რომ ხუთშაბათს მისი ერთ-ერთი გუშაგი სნაიპერული ცეცხლით იქნა მოკლული ყაზახის ოლქში.

ამასობაში სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ჯარისკაცებმა 6 მარტს დილით მოიგერიეს აზერბაიჯანელი კომანდოსების რეიდი, რომელიც სომხეთის სამხედრო პოზიციების წინააღმდეგ იყო მიმართული.

განცხადების თანახმად, სომხეთის ძალების მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად თავდამსხმელების რიგებში იყო „მსხვერპლი“. განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთის ერთი ჯარისკაცი მსუბუქად დაიჭრა.

თავდაცვის სამინისტრომ თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა ტყვია-წამლისა და ნაღმების დეტექტორის ფოტოები, რომლებიც, სამინისტროს თანახმად, თავდამსხმელებმა მიატოვეს.

ერევნისა და ბაქოს განცხადებების თანახმად, 24 თებერვალს იმავე რეგიონში აზერბაიჯანის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და სომხეთის ერთი ჯარისკაცი დაიჭრა.

ორ მეზობელს შორის სამ ათეულ წელზე მეტ ხანს გრძელდება დაძაბულობა მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო.

90-იანი წლების დამდეგს სომეხმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანს ბრძოლებში წაართვეს ძირითადად სომხებით დასახლებული რეგიონი. საომარ მოქმედებებში 30 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG