Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დადასტურდა ახალი კორონავირუსის მე-13 შემთხვევა


საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირების მე-13 შემთხვევა. ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

"პაციენტი იყო ჩვენთან კლინიკაში შემოსული, თუმცა არ იყო მისი გამოკვლევის შედეგი ცნობილი. შედეგი ცნობილია და ახლა ჩვენთან იმყოფება სულ 12 დადასტურებული შემთხვევა."

ახალი კორონავირუსი COVID-19 ჩინეთში გაჩნდა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ათობით ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში გავრცელდა. საქართველომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმოსვლა შეზღუდა რამდენიმე ქვეყანასთან, როგორიცაა იტალია, ირანი და ჩინეთი.

XS
SM
MD
LG