Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ქვები დაუშინეს ქალთა დღისადმი მიძღვნილი დემონსტრაციის მონაწილეებს


"ქალთა მსვლეობა" ისლამაბადში, 2020 წლის 8 მარტს
"ქალთა მსვლეობა" ისლამაბადში, 2020 წლის 8 მარტს

რამდენიმე პირი დაშავდა პაკისტანში, როცა სოციალურ და რელიგიურ კონსერვატორებს შეტაკება მოუვიდათ ქალთა დღისადმი მიძღვნილი დემონსტრაციის მონაწილეებთან 8 მარტს, ისლამაბადში.

რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახური იტყობინება, რომ კონსერვატორებმა გამართეს „მოკრძალებულთა მსვლელობა“, რომლის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი „ქალთა მსვლელობის“ მონაწილეებს.

ქალთა დემოკრატიული ფრონტის თავმჯდომარემ, ისმათ შაჰჯაჰანმა, ქალთა მსვლელობის ორგანიზატორმა, განაცხადა, რომ ოთხი მონაწილე დაშავდა თავში, ხოლო სხვა სამმა ნაკლებად სერიოზული დაზიანება მიიღეს.

პოლიცია ჩაერია, რათა ძალადობა აღეკვეთა. „ქალთა მსვლელობაში“, რომლის ლოზუნგი იყო, „ჩემი სხეული ჩემი საქმეა“, მონაწილეობდა ათასამდე ადამიანი.

კონსერვატულმა ჯგუფებმა, მათ შორის „ჯამაათ-ე-ისლამიმ,“ ინიციატივა გააკრიტიკა, როგორც მაჰმადიანური ფასეულობებისთვის სახიფათო.

„მოკრძალებული მსვლელობის“ მონაწილეებს ეცვათ ბურკები და გაიძახოდნენ „ჩვენ სხეული ალაჰის საქმეა“.
ქალთა დღისადმი მიძღვნილი მსვლელობები გაიმართა პაკისტანის სხვა ქალაქებშიც.

ამ ქვეყნის საზოგადოება პატრიარქალურია და „ღირსების“ კოდექსი განსაზღვრავს ქალების უფლებებს დაქორწინდნენ, იყოლიონ შვილები, განათლება მიიღონ და სხვა.
პაკისტანში ყოველწლიურად ათასი ქალი ხდება უმეტესად, ნათესავების მიერ ჩადენილი, ეგრეთ წოდებული, „ღირსების მკვლელობის“ მსხვერპლი.

XS
SM
MD
LG