Accessibility links

site logo site logo

თალაკვაძე: გვინდა 2020 წელს, 2012 წლის მსგავსად, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი პარტიის წევრი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ საქართველოში 2012 წლიდან დღემდე არჩევნები დემოკრატიულად ტარდება. ამის შესახებ მან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჩანიშნულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჩვენ, როგორც ხელისუფლებას და საქართველოს, გვაქვს დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ისტორია, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდებით. 2012 წლიდან საქართველოში არჩევნები ტარდება დემოკრატიულად და რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არის, რომ 2020 წლის არჩევნებიც ჩატარდეს მაღალი სტანდარტით, თავისუფლად, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად", - თქვა თალაკვაძემ.

გუშინ, 8 მარტს ცნობილი გახდა, რომ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ ქართული ოცნება დათმობაზე წავიდა და ოპოზიციასთან ერთად 2020 წლის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდა. შეთანხმების მიხედვით, მომავალი საპარლამენტო არჩევნებით პარლამენტში 120 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი შევა, 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG