Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე: მართლმსაჯულება არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პროცესის ნაწილი


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი პარტიის წევრი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან ვინმეს გათავისუფლებაზე შეთანხმება არ შემდგარა. ასე გამოეხმაურა ის ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებდნენ.

"კითხვებზე, არის თუ არა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ადამიანებზე, ვისზეც ოპოზიცია აკეთებს აქცენტებს - არა, ასეთი შეთანხმება პარტიებს შორის არ ყოფილა", - თქვა მან.

მისი თქმით, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და ვინმეს გათავისუფლებაზე ან პატიმრობაზე გადაწყვეტილებას არა პოლიტიკოსები, არამედ შესაბამისი უწყებები იღებენ.

"მართლმსაჯულება არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პროცესის ნაწილი და ის არ შეიძლება იყოს პოლიტიკური კალენდრის ნაწილი და არ შეიძლება მასზე იყოს დამოკიდებული. სხვა რაიმე შეთანხმება ამ მიმართულებით დოკუმენტში არ არის მოცემული", - ამბობს ის.

გუშინ, 8 მარტს ცნობილი გახდა, რომ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ "ქართული ოცნება" დათმობაზე წავიდა და ოპოზიციასთან ერთად 2020 წლის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდა. შეთანხმების მიხედვით, მომავალი საპარლამენტო არჩევნებით პარლამენტში 120 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი შევა, 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG