Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა ათასობით პატიმარი გაათავისუფლა კორონავირუსის გამო


ირანის ხელისუფლებამ 70 ათასი პატიმარი გაათავისუფლა კორონავირუსის ეპიდემიის გამო, რასაც უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კიდევ 43 ადამიანი ემსხვერპლა. „პატიმრების გათავისუფლება ისე, რომ მან არსებითი საფრთხე არ შეუქმნას საზოგადოებას შემდგომშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ირანის იუსტიციის ხელმძღვანელმა, 9 მარტს, ებრაჰიმ რაისიმ.

უცნობია, თუ როდის დაბრუნდებიან საპატიმროებში დროებით გათავისუფლებული მსჯავრდებულები.

ირანის ჯანმრთელობის სამინისტროს პრესმდივანმა ქიანოუშ ჯაჰანპურმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსიით დაავადების 595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაღუპულთა რიცხვია 237-ს შეადგენს.

ირანის ხელისუფლების ბრძანებით, ქვეყანაში დაიხურა სკოლები და უნივერსიტეტებში გადაიდო სპორტული და კულტურული ღონისძიებები, შემცირდა სამუშაო საათები.

ექსპერტები შიშობენ, რომ ხელისუფლება შესაძლოა მალავდეს ინფორმაციას კორონავირუსის შესახებ.

XS
SM
MD
LG