Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია თვითიზოლაციაშია


თვითიზოლაციაში ყოფნის შესახებ იტყობiნება პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ოთარ დანელია. როგორც დეპუტატმა „ფეისბუკზე“ დაწერა, სტამბოლიდან სამუშაო ვიზიტიდან დაბრუნებისას, თვითმფრინავის ბორტზე მყოფ მასთან ერთად მგზავრს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი (COVID-19).

„აღნიშნული ინფორმაციის შეტყობინებისთანავე დაავადებათა კონტროლის ერ. ცენტრის/ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის თანახმად, დაუყოვნებლივ გადავედი თვითიზოლაციის რეჟიმში“, - აღნიშნავს დანელია.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი წერს, მიუხედავად იმისა, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხი უარყოფითია, „მაინც რეკომენდაციის თანახმად და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით" 19 მარტამდე თვითიზოლაციაში რჩება.

თვითიზოლაციაშია, აგრეთვე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

საქართველოში კორინავირუსით დაინფიცირების 15 შემთხვევა არის დადასტურებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG