Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი არ დაესწრება 9 მაისის სამხედრო აღლუმს მოსკოვში


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არ დაესწრება „გამარჯვების აღლუმს“ მოსკოვში, რომელიც მეორე მსოფლიო ომში (რუსეთის თანახმად - დიდი სამამულო ომი) გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით 9 მაისს ჩატარდება.

„ჩვენ დიპლომატიური არხებით შევიტყვეთ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ დაესწრება“, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში 10 მარტს, ისე, რომ დეტალები არ განუმარტავს. რუსეთის ხელისუფლებისთვის უცნობია, თუ ვინ დაესწრება 9 მაისის სამხედრო აღლუმს აშშ-ის ხელისუფლებიდან.

ცნობილია, რომ დონალდ ტრამპის გარდა, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე რუსეთის ხელისუფლებამ მოსაწვევი გაუგზავნა ასევე ჩინეთის ლიდერ სი ძინ პინს, ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტ კიმ ჩენ ინსა და მსოფლიო სხვა ქვეყნების ლიდერებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG