Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას


ბოიკო ბორისოვი პარლამენტში
ბოიკო ბორისოვი პარლამენტში

ბულგარეთის პარლამენტმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საგანგებო მდგომარეობის შემოღებას, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით რამდენიმე მნიშვნელოვან შეზღუდვას აწესებს.

ქვეყანაში დაიხურება ბაღები, საშუალო სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები; აიკრძალება მიმოსვლა იმ ქვეყნებთან, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების მხრივ ყველაზე სარისკოდ ითვლებიან.

ასევე დაწესდება 14-დღიანი აუცილებელი საკარანტინო ვადა COVID-19-ის მატარებელი მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში დაეკისრებათ ჯარიმა 5000 ლევის ($2857) ფარგლებში.

პოლიციას უფლება ეძლევა, გამოიყენოს კანონიერი ძალა, თუ დაინფიციებული მოქალაქე არ დაიცავს კარანტინის აუცილებელ პირობებს.

პარლამენტს საგანგებო ვითარების გამოცხადების თხოვნით მიმართა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა მას შემდეგ, რაც ბოლო კვირაში ორჯერ მოიმატა კორონავირუსით დაავადების შემთხვევებმა. 13 მარტის მონაცემებით ბულგარეთში კორონავირუსი 23 კაცს აღმოაჩნდა.

საგანგებო მდგომარეობა 12 მარტიდან მოქმედებს ჩეხეთში.

ქვეყნის მთავრობის დადგენილებით, ჩეხეთში შესვლა ეკრძალებათ მგზავრებს გერმანიიდან და ავსტრიიდან, ასევე სხვა „სარისკო რეგიონებიდან“. ამავე დროს, ჩეხებს აეკრძალებათ რისკის შემცველ ქვეყნებში მოგზაურობა.

ერთი თვის განმავლობაში მთავრობა აკრძალვას აწესებს კულტურულ, სპორტულ, რელიგიურ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებზე, რომლებშიც 30-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

XS
SM
MD
LG