Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა აღინიშნა


ყაზახეთში COVID-19-ი ტიპის ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ, ელჟან ბირტანოვის ცნობით, ლაბორატორიულად დადგინდა კორონავირუსით დაავადების ორი შემთხვევა.

„დადასტურდა ორი შემთხვევა. კორონავირუსი აღმოაჩნდა გერმანიიდან დაბრუნებულ ორ მოქალაქეს. ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. ვიღებთ ყველა ზომას“, - განაცხადა ბირტანოვმა.

პრევენციის მიზნით, იზოლირებულია დაახლოებით 90 კაცი, რომლებიც კორონავირუსით დაავადებულებთან ერთად იმყოფებოდნენ თვითმფრინავში.

XS
SM
MD
LG