Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს ხელისუფლება COVID-19-ის პირველი ორი შემთხვევის შესახებ იტყობინება


კაფე კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში
კაფე კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში

კოსოვოს ხელისუფლება COVID-19-ის პირველი ორი შემთხვევის შესახებ იტყობინება.

კოსოვოს ჯანდაცვის მინისტრმა არბენ ვიტიამ განაცხადა, რომ დაავადებულია 77 წლის კოსოვოელი მამაკაცი და 20 წლის იტალიელი ქალი.

ვიტიას თქმით, ორივე მოთავსებულია პრიშტინის მახლობლად მდებარე სამედიცინო ცენტრში.

ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკაში, რომელმაც 2008 წელს სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, იტალიასთან სიახლოვის მიუხედავად, აქამდე ვირუსი არ გამოჩენილა.

ამჟამად მონტენეგრო არის ევროპის ერთადერთი ქვეყანა, სადაც არ დაფიქსირებულა COVID-19-ის არცერთი შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG