Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი კვლავ ვრცელდება, თუმცა ჩინეთი შემთხვევების კლებაზე იუწყება


მსოფლიოს გარშემო ქვეყნები განაგრძობენ ნაბიჯების გადადგმას კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, თუმცა ჩინეთი, სადაც პანდემია დაიწყო, ახალი შემთხვევების კლებაზე იუწყება.

ახალი ზელანდიის მთავრობამ 14 მარტს გამოაცხადა, რომ უცხოეთიდან შესულმა ყველა მგზავრმა, ახალი ზელანდიის მოქალაქეების ჩათვლით, 14 დღე თვითიზოლაციაში უნდა დაჰყოს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.

აშშ-ში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 50-ს გაუტოლდა.

საკუთრივ ჩინეთში ვირუსის გავრცელება მნიშვნელოვნად შემცირდა, - იუწყება ქვეყნის ჯანდაცვის კომისია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ 13 მარტს გავრცელებული მონაცემებით, კორონავირუსით დაავადების შემთხვევებმა გლობალურად 132,000-ს გადააჭარბა.

XS
SM
MD
LG