Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის სამოქალაქო ომი მეათე წელიწადში შედის


სირიის სისხლიანი სამოქალაქო ომი მეათე წელიწადში შედის, იმ ფონზე, როცა პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, როგორც ჩანს, აძლიერებს საკუთარ პოზიციებს, რუსეთისა და ირანის სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერით.

კონფლიქტი დაიწყო 2011 წლის 15 მარტს, როცა სირიელები ქუჩებში გავიდნენ ასადის მთავრობის წინააღმდეგ. პასუხად მთავრობამ დაიწყო ზეწოლის სისხლიანი კამპანია, რასაც 370,000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა და რომლის გამოც მილიონობით პირი უსახლკაროდ იქცა.

სირიის საკითხებში გაეროს საგანგებო წარმომადგენელი, გირ პედერსენი, კონფლიქტის მეათე წლის დაწყებასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადებით გამოვიდა: "ამ ტრაგიკული და საზარელი ათწლეულის განმავლობაში სირიელი ხალხის ტანჯვა კვლავ არ ემორჩილება გაგებას და დაჯერებას".

"ბრძოლის ათწლეულს ნგრევის და ტანჯვის გარდა არაფერი მოუტანია", - ტვიტერზე დაწერა გაეროს ხელმძღვანელმა, ანტონიო გუტერეშმა მიმდინარე კვირაში.

სამოქალაქო ომი დროდადრო მოგვაგონებდა მსოფლიოს ძლიერ ქვეყნებს შორის დაჯგუფებების მეშვეობით მიმდინარე კონფლიქტს - მოსკოვი და თეირანი ასადს უჭერდნენ მხარს, აშშ და თურქეთი კი - სხვადასხვა მეამბოხე ჯგუფს. კონფლიქტში შევიდა ექსტრემისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოც", რომელსაც ყველა სხვა მხარე ეწინააღმდეგებოდა. ეს ექსტრემისტული ჯგუფი განდევნილ იქნა მისი თითქმის ყველა ბასტიონიდან, თუმცა მისი ზოგიერთი წევრი კვლავ ინარჩუნებს პოზიციებს იდლიბის პროვინციაში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG