Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: პირველ პაციენტს დამატებითი ტესტი ჩაუტარდება


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირვევლ არხთან საუბარში განაცხადა, რომ კორონავირუსით დაავადებული პაციენტის განკურნებაში რომ სრულად იყოს დარწმუნებული, მისთვის დამატებითი ტესტის ჩატარების რეკომენდაცია გაიცა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირველი (ირანიდან შემოსული) პაციენტის ხელახალი ტესტის პასუხი, რომელსაც უნდა დაედასტურებინა მისი საბოლოო გამოჯანმრთელება, სუსტად დადებითი აღმოჩნდა, ამიტომ:

„დამატებით მოვითხოვეთ დღეს კიდევ გადამეორება. ვფიქრობ, კიდევ აიღებენ ანალიზს. მეორე პასუხი ცოტა საეჭვო იყო და ჩავთვალეთ, რომ ჯერ ისევ უნდა იყოს. არ დავადასტურეთ სრული გამოჯანმრთელება. გვინდა, რომ ძალიან მყარად ვიყოთ დარწმუნებული ჩვენს პასუხებში“, - უთხრა ამირან გამყრელიძემ პირველ არხს.

ამ დროისთვის მონაცემები არ შეცვლილა არც სპეციალურ ვებსაიტზე stopcov.ge, სადაც კვლავ მითითებულია, რომ ქვეყანაში არის კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვეა, კარანტინის რეჟიმშია 439 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 64.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG