Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის არ შეეხება შეზღუდვები საქართველოს საზღვრების დაკეტვის შემდეგ


18 მარტს, ღამის 12 საათიდან ორი კვირის განმავლობაში საქართველოს საზღვრები იკეტება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის. ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კი დეტალები განმარტა.

მისი თქმით, გამონაკლისები შეეხებათ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მათ ოჯახებს. გარდა ამისა, შერეულ ოჯახებს, როცა ცოლი ან ქმარი არის საქართველოს მოქალაქე, და ჰუმანიტარული მისიით ქვეყანაში შემომსვლელ პირებს. ქვეყანა შემოშვებაზე უარს არ ეტყვის ლტოლვილის ან ნეიტრალური სტატუსის მქონე პირებს.

„ოფიციალური დელეგაციების საკითხი გადაწყდება ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის ინდივიდუალურად“, - თქვა ზალკალიანმა.

16 მარტის 13:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით COVID-19 დაავადების 33 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმშია 637 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 54.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG