Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუხედავად კორონავირუსისა, პაკისტანის პრეზიდენტი ჩინეთში ჩავიდა


არიფ ალვი
არიფ ალვი

პაკისტანის პრეზიდენტი არიფ ალვი ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა ჩინეთს, სადაც პრეზიდენტ სი ძინ პინს შეხვდება იმ დროს, როდესაც ჩინეთი მიმართავს ძალისხმევას კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად. პაკისტანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 15 მარტს გავრცელებულ ცნობაში ხაზგასმულია, რომ ვიზიტი ემსახურება „ისტორული კავშირურთიერთობების განმტკიცებას“ ორ მეგობრულ სახელმწიფოს შორის.

კორონავირუსი, რომლის ეპიცენტრი ჩინეთის ქალაქი უჰანია, უკვე 157 ქვეყანაში გავრცელდა. მათ შორის, პაკისტანში, სადაც 16 მარტის მდგომარეობით კორონავირუსით დაავადების 94 შემთხვევა დაფიქსირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG