Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი შვიდეულის ლიდერები აცხადებენ, რომ კოორდინირებულად შეებრძოლებიან კორონავირუსს


მსოფლიოს წამყვანი ინდუსტრიალიზებული დემოკრატიების, დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი ძალებით შეებრძოლებიან ეკონომიკურ შედეგებს, რომლებსაც კორონავირუსის პანდემია იწვევს.

"გადავწყვიტეთ, რომ მოვახდენთ ზომების კოორდინირებას და პოლიტიკის ყველა საშუალებას გამოვიყენებთ საიმისოდ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ დიდი შვიდეულის ეკონომიკების მყარი ზრდის მისაღწევად და უარყოფითი ტენდენციებისგან დასაცავად" - ამბობენ ლიდერები 16 მარტის განცხადებაში.

განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც ლიდერებმა სასწრაფო წესით გამართეს დისტანციური კონფერენცია, რათა ემსჯელათ "კოორდინირებულ მოქმედებაზე" კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად.

დიდი შვიდეული აერთიანებს აშშ-ს, კანადას, საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, ბრიტანეთს და იაპონიას. მისი მორიგე თავმჯდომარე ამჟამად შეერთებული შტატებია.

ქვეყნები გამოვიდნენ დაპირებით, რომ შეაგროვებენ "ეპიდემიოლოგიურ და სხვა სახის მონაცემებს", რათა გაუმჯობესდეს ვირუსთან ბრძოლა. ამასთან, მათი თქმით, ისინი კოორდინირებულად გაატარებენ "საზღვრების დაცვის შესაბამის ზომებს", რათა ვირუსის გავრცელება შეჩერდეს. ჯგუფის თქმით, ისინი აპირებენ "არა მხოლოდ პანდემიის წინა პერიოდის ზრდის მაჩვენებლის აღდგენას, არამედ საფუძვლის დადებას კიდევ უფრო მყარი ზრდისთვის სამომავლოდ".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG