Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით დაავადებული ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა


მარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ახალი კორონავირუსით დაავადებული ახალი პაციენტის მდგომარეობა გამოხატული კლინიკით ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის, დღეს მას დამატებითი დამადასტურებელი კვლევები ჩაუტარდება.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 16 მარტს დღის მეორე ნახევარში დამოუკიდებლად შევიდა, როგორც კონტაქტი ოჯახის წევრთან.

ამ დროისათვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 45 პაციენტია. მათ შორის ახალი კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზი აქვს 29-ს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 34 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდა ამისა, კარანტინშია 1008 ადამიანი, სტაციონარში კი 64.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG