Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მორიგი საკონსტიტიციო ცვლილებების განხილვა იწყება


საქართველოს პარლამენტმა 114 ხმით მიიღო დადგენილების პროექტი საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, „საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან“.

რამდენიმეთვიანი საპროტესტო გამოსვლების და მწვავე პოლიტიკური უთანხმოების შემდეგ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური პარტიები 8 მარტს შეთანხმდნენ კომპრომისულ საარჩევნო სისტემაზე, რომლის დაკანონებას სჭირდება კონსტიტუციის და საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა.

აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების, კელი დეგნანის და კარლ ჰარცელის აქტიური ჩართულობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2020 წელს, პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა 120 და მაჟორიტარულით 30 დეპუტატი, საარჩევნო ბარიერი იქნება 1% და უზრუნველყოფილი იქნება ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მქონე პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

დღეს მოქმედი წესით, საქართველოს პარლამენტის 150 წევრიდან 73 მაჟორიტარული, ხოლო 77 პროპორციული სისტემით აირჩევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG