Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 1135-ს მიაღწია


ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1135-ს მიაღწია. უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 147 ადამიანი, რაც ერთ დღე-ღამეში გარდაცვლილთა ჯერჯერობით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ირანში ყველაზე მძიმე ვითარებაა კორონავირუსის გავრცელების კუთხით. ქვეყანაში აღრიცხულია 16169 ინფიცირებული, რაც მთელი რეგიონის დაახლოებით 90%-ია.

ირანის ხელისუფლებას ბრალს სდებენ, რომ მან ძალიან ნელა იმოქმედა და რომ დაავადების თავდაპირველ შემთხვევებს შესაძლოა მალავდა კიდეც.

მაგრამ პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ 18 მარტს ირანის ტელევიზიით გამოსვლისას უკუაგდო მთავრობის კრიტიკა და თქვა, რომ ხელისუფლება მოსახლეობას გულწრფელად ელაპარაკება და ვირუსის გამოჩენისთანავე გამოაცხადა 19 თებერვალს.

მთავრობა ქვეყნის სასულიერო ლიდერებს რამდენიმე კვირის განმავლობაში ეხვეწებოდა, მთლიანად დახურულიყო ხალხმრავალი წმიდა სალოცავები, რათა შეენელებინათ კორონავირუსის გავრცელება. საბოლოოდ, სალოცავები მიმდინარე კვირაში დაიხურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG