Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში კორონავირუსზე შეამოწმებენ "ვერხოვნა რადას" სპიკერს


დმიტრი რაზუმკოვი
დმიტრი რაზუმკოვი

უკრაიანაში შემოწმებას ჩაუტარებენ საკანონმდებლო ორგანოს სპიკერს, დმიტრი რაზუმკოვსა და რამდენიმე დეპუტატს, რომლებიც კონტაქტში იმყოფებოდნენ ვირუსით დაინფიცირებულ დეპუტატ, სერგეი შახოვთან.

სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელ პარლამენტარ შახოვს კორონავირუსი აღმოაჩნდა. მან უკრაინელ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბოლოს "ვერხოვნა რადაში" იმყოფებოდა 6 მარტს. თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ სახალხო დეპუტატი 12 მარტს ესწრებოდა ეკოლოგიის კომიტეტის სხდომას.

რაც შეეხება "ვერხოვნა რადას" სპიკერის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაზუმკოვს არ აქვს Covid-19-ის სიმპტომები. მიუხედავად ამის მან ტესტირება უნდა გაიაროს.

უკრაინაში ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსით დაავადების 14 შემთხვევა. ორი დაინფიცირებული გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG