Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში 147-მდე გაიზარდა კორონავირუსით დაავადების მაჩვენებელი


მაღაზიის დახლი მოსკოვში
მაღაზიის დახლი მოსკოვში

18 მარტის მდგომარეობით რუსეთში დაფიქსირდა კორონავირუსით დაავადების 33 ახალი შემთხვევა. COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბის ცნობთ, ჯამში ქვეყანაში დარეგისტრირებულია 147 დაინფიცირებული.

წინა დღით ეს ციფრი შეადგენდა 114-ს. კიდევ დაახლოებით 18 ათასი ადამიანი იმყოფება იძულებით კარანტინში ან ექიმების დაკვირების ქვეშ, ვინაიდან ისინი ჩამოვიდნენ იმ ქვეყნებიდან, სადაც ყველაზე მეტად არის გავრცელებული ახალი ტიპის კორონავირუსი.

ამასთან რუსეთის ხელისუფლება ჯერჯერობით არ აწესებს საგანგებო ზომებს კორონავირუსის გამო. მხოლოდ მოსკოვში გადაწყდა სკოლების დახურვა 21 მარტიდან 12 აპრილამდე და სწავლების დირსტანციურ ფორმაზე გადასვლა. დედაქალაქში დაიხურა ასევე კინოდარბაზები, თეატრები და ცირკი. აიკრძალა სპორტული და კულტურული ღონისძიებები, რომლებშიც 50 კაცზე მეტი მონაწილეობს.

XS
SM
MD
LG