Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 სასურსათო პროდუქტი არ გაძვირდება


ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო - ამ პროდუქტებზე ფასი არ მოიმატებს, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის განცხადებით იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ჩამოთვლილ 9 სასურსათო პროდუქტზე ფასები არ გაიზრდება.

„[ფასში] განსხვავა კონკრეტული გაცვლითი კურსიდან კომპენსაციით შეგვიძლია ავუნაზღაუროთ მსხვილ მომწოდებლებს, იმისთვის რომ მათ კონკრეტული ფასი შეინარჩუინონ ამ კონკრეტულ პროდუქტებზე, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი მოსახლოების ძირითადი ნაწილი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, გაკონტროლდება მთელი ჯაჭვი რათა კონკრეტულმა ოპერატორმა ფასით სპეკულირება არ მოხდინონ.

19 მარტის 13:00 საათისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების 40 შემთხვევა. მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG