Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიმდინარეობს ჩეხეთიდან უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში ევაკუაცია


უკრაინის ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში, ევჰენ პერებიინისი.
უკრაინის ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში, ევჰენ პერებიინისი.

უკრაინის დაახლოებით 900 მოქალაქე მიემგზავრება პრაღიდან კიევში, რაც კორონავირუსთან დაკავშირებული საევაკუაციო ზომების ნაწილია.

მატარებელი გაივლის ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში, სადაც შეჩერდება პშემისლში, შემდეგ კი უკრაინის ქალაქ ლვოვისა და კიევისკენ გააგრძელებს გზას.

პრაღაში უკრაინის ელჩმა ევჰენ პერებიინისმა ტვიტერში დაწერა, რომ ჩეხეთში მცხოვრებმა 3000-ზე მეტმა უკრაინელმა ითხოვა სამშობლოში ევაკუაცია.

ამასობაში, კიევიდან დასავლეთით, 140 კილომეტრზე მდებარე ქალაქ ჟიტომირის მერმა, სერჰი ვუხომლინმა განაცხადა, რომ ქალაქში დაფიქსირებულია კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა. მთელს ქვეყანაში დაავადებულთა რიცხვმა 18-ს მიაღწია. სუხომლინის თქმით, 56 წლის პაციენტი ახლახან დაბრუნდა ავსტრიიდან.

უკრაინაში ინფექციურმა დაავადებამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მსოფლიო მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვმა 230 ათასს გადააჭარბა, გარდაიცვალა 9300-ზე მეტი.

XS
SM
MD
LG