Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეკლესიის სინოდი კორონავირუსზე მსჯელობისთვის იკრიბება


დღეს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება სინოდის სხდომა, რომელზეც განიხილება კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი ვითარება.

ერთი დღით ადრე, 19 მარტს, საპატრიარქოს ვებსაიტზე ამ შინაარსის განცხადება გამოქვეყნდა: "კორონა ვირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან და, საერთოდ, ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა. ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ პირადი მოსაზრებებისაგან და დაელოდონ საქართველოს ეკლესიის წმ.სინოდის სხდომას, რომელიც პარასკევს, 20 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება".

სპეციალისტების რეკომენდაციაა, რომ კორონავირუსის COVID-19 გავრცელების გამო, ზიარებისას არ იყოს გამოყენებული ყველასთვის საერთო ჭურჭელი.

20 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 40 შემთხვევა. მათგან ერთი გამოჯანმრთელდა.

XS
SM
MD
LG