Accessibility links

site logo site logo

უკრაინაში პირველი ადამიანი განიკურნა კორონავირუსისგან


უკრაინაში კორონავირუსისგან განიკურნა პირველი ავადმყოფი, ქალაქ ჩერნოვცის ბინადარი, რომელიც 20 მარტს გაეწერა საავადმყოფოდან.

„შეგვიძლია ოფიციალურად დავადასტუროთ, რომ უკრაინაში პირველი ადამიანი განიკურნა კორონავირუსისგან. ეს არის ძალიან სასიხარულო ამბავი. ვულოცავ ამას საკუთარ თავსაც და მთელ ქვეყანას“, - განაცხადა ზელენსკიმ 20 მარტს ვიდეომიმართვის დროს.

20 მარტისთვის უკრაინაში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 26 შემთხვევა. მათგან სამი იყო სასიკვდილო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG