Accessibility links

logo-print logo-print

მარგველაშვილის აზრით, პანდემიის დროს, საერთო კოვზზე უარის ართქმა, გაუგებარია


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებას „ტვიტერზე“ ეხმაურება.

„ქრისტიანობა განათლების, თანამედროვე ცივილიზაციის შემქმნელი რელიგიაა. პანდემიის დროს, არა ზიარების საიდუმლოების, არამედ წესის არ შეცვლა, საერთო კოვზზე უარის ართქმა, გაუგებარია. მახსენდება: „ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს" (მათე 23:26) - წერს მარგველაშვილი.

20 მარტს ახალი სახეობის კორონავირუსის (COVID – 19) გავრცელების საკითხზე გამართულ სხდომაზე სინოდმა მიიღო განჩინება, რომლის თანახმად, ზიარების დროს მორწმუნეები კვლავ საერთო კოვზს გამოიყენებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG