Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ხელისუფლებამ კიდევ ორ რეგიონში შემოიღო საგანგებო მდგომარეობა


კარანტინი ოდესაში
კარანტინი ოდესაში

უკრაინის დედაქალაქის შემდეგ, ხელისუფლებამ ქვეყნის ორ რეგიონში, დნეპროპეტროვსკსა და ივანო-ფრანკოვსკში შემოიღო საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

მანამდე საგანგებო წესები ხელისუფლებამ აამოქმედა ასევე ჟიტომირსა და ჩერნოვიცში.

2 მარტის მდგომარეობით უკრაინაში ლაბორატორიულად გამოვლენილია კორონავირუსით დაინფიცირების 41 შემთხვევა. ინფექციის შედეგად სამი კაცი გარდაიცვალა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 მარტს მოსახლეობას აცნობა, რომ COVID-19-ის ვირუსისგან განიკურნა პირველი პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG