Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესი ახლოსაა 1 ტრილიონი დოლარის ეკონომიკური დახმარების პაკეტზე შეთანხმებასთან


სენატის უმრავლესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი
სენატის უმრავლესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი

აშშ-ის სენატის წამყვანი რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ კონგრესში მიმდინარე მოლაპარაკების მონაწილეები ახლოს არიან შეთანხმებასთან, რომელიც კორონავირუსის პანდემიისგან მიყენებული ზარალის შესამცირებლად 1 ტრილიონი დოლარის ეკონომიკური დახმარების პაკეტის გამოყოფას ითვალისწინებს.

„ჩვენ მზად ვართ ამერიკელებისათვის მნიშვნელოვანი დახმარების ისე სწრაფად გასაღებად, რამდენადაც ამას კრიზისი საჭიროებს. ორდღიანი ორპარტიული ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან“, - განაცხადა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა მიჩ მაკკონელმა.

ეკონომიკური დახმარების პაკეტის შესახებ ოპტიმისტურად არის განწყობილი სენატის დემოკრატიული უმცირესობის ლიდერი, ჩაკ შუმერი. მოლაპარაკებები 22 მარტის დღის მეორე ნახევარში გაგრძელდება და მოელიან, რომ საბოლოო შეთანხმება მიღწეული იქნება რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების კონგრესმენი ლიდერების აშშ-ის ფინანსთა მინისტრ, სტივენ მნუჩინთან, შეხვედრაზე.

22 მარტის მონაცემებით, აშშ მესამე ადგილზეა კორონავირუსით დაავადების შემთხვევების სტატისტიკით. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კვირას აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირების 26 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. დაღუპულთა რაოდენობა 340-ს უდრის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG