Accessibility links

იტალიაში კორონავირუსის შედეგად სულ მცირე 30 სასულიერო პირი დაიღუპა


მილანის მახლობლად მდებარე იტალიის ეპარქიებში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდეგ სულ მცირე 30 სასულიერო პირი გარდაიცვალა. დადგენილია, რომ მათ შორის 28 იმსხვერპლა COVID-19-ის ინფექციამ.

ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს გამოცემა „Catholic Herald”-ი, რომელშიც არაფერია ნათქვამი დაღუპულთა ვინაობაზე. მაგრამ ცნობაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის დაავადება ფართოდ არის გავრცელებული კათოლიკე მღვდელმსახურებსა და ბერ-მონაზვნებში.

კერძოდ, COVID-19-ით დაინფიცირებული აღმოჩნდა ორი იტალიელი ეპისკოპოსი, რომლებიც საავადმყოფოში მკურნალობენ

გამოცემის თანახმად, რომსა და მის შემოგარენში იზოლაციაში აღმოჩნდა ორი ტაძარი მას შემდეგ, რაც 59 კათოლიკე მონაზონ ქალს ტესტირების დროს კორონავირუსი დაუდგინდა.

იტალია კორონავირუსის გავრცელეების მასშტაბით პირველ ადგილზეა ევროპაში და მეორეზე მსოფლიოში, ჩინეთის შემდეგ. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის 22 მარტის მონაცემებით, იტალიაში COVID-19-ის ვირუსი დაუდგინდა 53 ათასზე მეტ ადამიანს. სასიკვდილო აღმოჩნდა 4825 შემთხვევა. ხოლო 6072 პაციენტი განიკურნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG