Accessibility links

პლასიდო დომინგოს კორონავირუსი COVID-19 აქვს


ცნობილ ესპანელ ტენორს, 79 წლის პლასიდო დომინგოს კორონავირუსით COVID-19 ინფიცირება დაუდგინდა.

დომინგომ ფეისბუკზე დაწერა, რომ ტემპერატურის და ხველების გამო, ტესტირებისთვის ექიმს მიმართა და კვლევამ დადებითი შედეგი აჩვენა. პლასიდო დომინგო და მისი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იყოფებიან.

ცნობილი ტენორი ყველას მოუწოდებს, დაიცვან დისტანცირების და ჰიგიენის წესები. დომინგო დარწმუნებულია, რომ პანდემიის დამარცხება მხოლოდ საერთო ძალისხმევითაა შესაძლებელი.

23 მარტის 9:00 საათის მდგომარეობით, მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანაში COVID-19-ით დაავადდა სულ 338,944 ადამიანი. მათგან 99 011 გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია 14 688.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG