მარტოობის ... წელი
83 წლის თინა ჩუბუნიძე თბილისში მარტო ცხოვრობს. ახალმა კორონა ვირუსმა მისი ყოველდღიურობა შეცვალა.ცდილობს მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში გავიდეს გარეთ და ახლა კიდევ უფრო მეტი დრო აქვს კითხვისა და ფიქრისთვის. თინა ქართული და რუსული ენების მასწავლებელია. ბევრი წელი იმუშავა სკოლაში, შემდეგ განათლების სამინისტროში. ასაკის მიუხედავად, დღესაც ბევრი გეგმა აქვს მომავლისთვის: სხვადასხვა კულტურული და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას აპირებს. არ სურს მთელი თავისი დრო ფერადი წინდების ქსოვაში გაატაროს, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმეც კარგად გამოსდის. რა ენატრებათ და როგორ უმკლავდებიან თვითიზოლაციას ის მოხუცები, რომლებიც მარტო ცხოვრობენ და არც სახელმწიფო სერვისებისგან იღებენ დახმარებას.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"