Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის "სწრაფი ტესტების" შემოტანა დღეიდან უნდა დაიწყოს


საქართველო დღეს, 24 მარტს ელოდება კორონავირუსის(COVID-19) დამდგენი „სწრაფი ტესტების“ პირველ პარტიას. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ტესტები ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით შეარჩიეს.

„ოთხშაბათიდან შეგვიძლია დავიწყოთ უკვე მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დაეხმარება ჩვენს ექიმებს და ეპიდემიოლოგებს, რათა დროულად აღმოაჩინონ კორონავირუსის არსებობა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა 23 მარტს გამართულ ბრიფინგზე.

ტიკარაძის თქმით, საკმარისი რაოდენობით ტესტებს ოთხ ეტაპად ჩამოიტანენ 24 მარტიდან 5 აპრილამდე პერიოდში. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, „სწრაფი ტესტები“ COVID-19-ით ინფიცირებას ადგენს პირველ-მეორე დღეს.

24 მარტის 8:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 61 და მათგან გამოჯანმრთელების 8 შემთხვევა.

COVID-19-ით საქართველოს სამი მოქალაქე გარდაიცვალა ესპანეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG