Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადმინისტრაციულ ცენტრსა და სოფლებს შორის სამგზავრო გადაყვანებზე შეზღუდვა არ ვრცელდება


ერთ-ერთი ავტოსადგური თბილისში
ერთ-ერთი ავტოსადგური თბილისში

საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა სატრანსპორტო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც კორონავირუსის(COVID-19) გავრცელების გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მოქმედებს.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულია:

- ყველა სახის საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლა, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო. ჩარტერული ფრენები იგეგმება საჭიროებისამებრ და ხელისუფლებასთან შეთანხმებით;

- ჩერდება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა;

- ჩერდება საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანა M2 და M3 კატეგორიის ტრანსპორტით, რაც გულისხმობს სამარშრუტო ტაქსებს და ავტობუსებს.

- ჩერდება შიდა საჰაერო მიმოსვლა მგზავრთა გადაყვანის მიზნით;

- თვითმმართველი ქალაქის და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის საზღვრებში შეჩერებულია სამარშრუტო ტაქსებით და ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ ცენტრსა და სოფლებს შორის სამგზავრო გადაყვანებზე.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG