Accessibility links

logo-print logo-print

ჩეხეთში მეორე პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით


პრაღა კარანტინის დროს

ჩეხეთში კორონავირუსით გარდაიცვალა მეორე პაციენტი, აღმოსავლეთ მორავიაში მცხოვრები 40 წლის ასაკის კაცი, რომელსაც ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრ ადამო ვოიტეხის თქმით, კორონავირუსით დაავადებამდე სიმსივნის ბოლო სტადია ჰქონდა.

24 მარტის მდგომარეობით, ჩეხეთში კორონავირუსით დაინფიცირების 1289 შემთხვევაა გამოვლენიალი. კარანტინში იმყოფება 19624 კაცი.

პანდემიის შესაჩერებლად ჩეხეთში 19 მარტიდან გამკაცრებულია ქუჩაში გადაადგილების წესები. გარეთ გასვლის დროს, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სურსათის მაღაზიებში ყოფნის დროს, ყველა მოქალაქე ვალდებულია, პირბადით ან თავშლით ჰქონდეს დაფარული ცხვირ-პირი. დაუშვებელია ერთმანეთთან ორ მეტრზე უფრო მიახლოება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG